,,15 000 რუსი მილიონერი უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ომის მიმართ სკეპტიციზმის გამო, სავარაუდოდ 15 000 რუსი მილიონერი უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას.

ამასთან, უწყების ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

მსგავსი თემები