,,ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად”- იაგო ხვიჩია

„მაკრონმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც ისედაც ცხადია, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ვართ,”- ასე ეხმიანება  პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, ემანუელ მაკრონის განცხადებას.

ხვიჩიას განმარტებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა გასაგებად თქვა, რომ საქართველო  პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან იმყოფება.

„მაკრონმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც ისედაც ცხადია, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ვართ, რადგან ჩვენი ბოლო პოზიციები არ ტოვებს სურვილს, რომ მხარი დაუჭირო და იბრძოლო იმისთვის, რომ საქართველო შენი ნაწილი იყოს. ჩვენ არ ვიქცევით სათანადოდ, არ ვისმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, აზრებს და ყველაფერს რომ თავი დავანებით, უპატივცემულოდ ვიქცევით. მეორე საკითხია ის, რომ მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებით შეფასება რამდენად იქნება სამართლიანი, როცა ამდენსაუკუნოვანი სწრაფვა აქვს ქვეყანას დასავლეთისკენ, იმის გამო, რომ აწმყოში ხელისუფლება ნაკლებად გამოადგა ამ მიზნისთვის, ხელი არ უნდა კრა. მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება არა ზუსტად ისეთს, რაც უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ რაღაცას შემოგვთავაზებენ გამოსწორების პირობის სანაცვლოდ,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

,,მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გამოვყოთ, საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”- ემანუელ მაკრონი

მსგავსი თემები