პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშიევსკას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია.

„მორიგ ჯერზე მითხრეს უარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. ევროპული დემოკრატიის პრინციპებში ის არ არის, რომ დაისაჯოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია ქართული სასამართლოს მეირ. არა მარტო პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ, მომდევნო პრეზიდენტიც სრულიად საფუძველს მოკლებული მიზეზების გამო, ჩამოართვეს მას დაცვა და ჩამოართვეს ის შეღავათები, რომლებიც მას კანონით ეკუთვნოდა“, – განაცხადა პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მსგავსი თემები