,,პოზიცია თუ არ გაქვს, ვერავის ვერ მოეწონები, ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა”- ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს 20 ივნისს, 20:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ.

,,ზოგადად და განსაკუთრებით პოლიტიკაში – სადაც გსურს რომ ადამიანებმა აგირჩიონ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდნენ ასევე შენი არჩევანი და დარწმუნებულები იყვნენ პოზიციის სიმყარეში.

ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს შენი პოზიცია, მაგრამ პოზიცია თუ არ გაქვს, ვერავის ვერ მოეწონები

ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა…

20 ივნისი, 20:00 საათი,”- წერს ნიკა მელია.

მსგავსი თემები