„უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3 იძულებით გადაადგილებული პირია”- UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია. ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში არსებული ვითარება ბავშვებს მომავალს ართმევს.

„უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3 იძულებით გადაადგილებულია – იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ – ლტოლვილი საზღვრებს გარეთ. ბავშვები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლები, მეგობრები, სათამაშოები და ძვირფასი კავშირები, ოჯახის წევრები. და მომავლის გაურკვევლობის პირისპირ რჩებიან. ეს არასტაბილურობა ბავშვებს მომავალს ართმევს – ტრავმამ და შიშმა შეიძლება ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,”- აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

მსგავსი თემები