,,ევროკავშირი თუ უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ მისცემს, ეს იქნება ისტორიული შეცდომა”- ჯეიმი შეა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილის ჯეიმი შეას განცხადებით, ევროკავშირი გაწევრების შესაძლებლობა უნდა მისცეს უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები ერთმანეთთან შავი ზღვის უსაფრთხოებით არიან დაკავშირებულნი და ყოველთვის ერთად უნდა განიხილებოდნენ.

„უკრაინა თუ გაქრება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ იმპერიალისტური, აგრესიული რუსეთი ევროპას მოადგება. მოადგება ჩვენს საზღვრებს ბელარუსსა და მოლოდვაში, ასევე პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ეს არ არის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ევროკავშირის ინტერესში შედის, მიიღოს ის ქვეყნები, რომლებიც არიან ევროპული სახელმწიფოები, იქცევიან ევროპულად და რეალურად იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებს. წარსულში ჩვენ ძალიან უცნაური სიტუაციაში აღმოვჩნდით, როდესაც ბალკანეთის სახელმწიფოებს 2002 წლიდან გაუჩნდათ ევროპული პერსპექტივა. საუბარი მაქვს ბოსნიაზე, ალბანეთზე, მონტენეგროზე, ჩრდილოეთ მაკედონიაზესერბეთზე, მაგრამ ასეთი პერსპექტივა არ ჰქონდათ ისეთ დემოკრატიულმა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა. ეს ყოველთვის დასანანი იყო ჩემთვის, რადგან ეს ქვეყნები იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, თანამშრომლობენ დასავლეთთან, ეხმარებოდნენ ნატო-ს ავღანეთის მისიებში. ჩემთვის ეს მდგომარეობა არ იყო ნორმალური. ახლა თუ უკრაინა გააკეთებს თავისუფალ არჩევანს, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებზე, როგორც რუსეთთან შეთანხმების მიღწევის საფუძველზე, მაშინ ალტერნატივის სახით მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია მოახდინოს ევროკავშირში გაწევრიანებით. საქართველო განსხვავებულ პოზიციაში, რადგან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა არსებობს. ზელენსკისგან განსხვავებით, საქართველს მთავრობას არ უთქვამს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზე უარი თქვან. იმედი მაქვს, თუ ევროკავშირი გაწევრების შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, ანალოგიური შესაძლებლობა ექნება საქართველოსაც. ეს ორი ქვეყანა მუდამ ერთად განიხილებოდა. მათი უსაფრთხოება შავი ზღვით არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ კავშირის შენარჩუნება“, – განაცხადა ჯეიმი შეამ. ​

ჯეიმი შეამ ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც ახალი ევროპული გაერთიანების შექმნის იდეით გამოდის. მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება არ უნდა განიხილებოდეს ევროკავშირის ჩანაცვლების ვარიანტად.

„ახლა ბრიუსელში თქვენ საქმე გაქვთ კონკრეტულად ემანუელ მაკრონთან. ის ახალი იდეით გამოდის, რომელიც სანახევროდ ინტეგრაციას გულისხმობს. ის ამბობს, რომ უკრაინა და შეიძლება საქართველოც შეუერთდებიან ევროპულ ეკონომიკური ზონის მსგავსს, როგორც არის ნორვეგიის ან შვეიცარიის შემთხვევაში, რითაც ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრობის ზოგიერთ სარგებელს მიიღებენ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან გახანგრძლივდება. ავსტრიის კანცლერი ნეჰამერი ასევე გამოვიდა მაკრონის იდეის მხარდამჭერით. ამ შემთხვევაშიც საუბარია უკრაინასა და საქართველოს ე.წ. ევროკავშირში გაწევრიანებამდე ზონაში მოქცევას, სადაც ისინი ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით, ერთიანი ბაზრით და ა.შ. ხოლო ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე საუბარი სამომავლოდ გაგრძელდება. ეს შეიძლება იყოს კარგია იდეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევსა და თბილისში ეს ინიციატივა არ აღიქმება ევროკავშირის წევრობის ჩანაცვლებად. შენ არასდროს ეტყვი მეგობარ ქალს, მოდი დავინიშნოთ, მაგრამ არასდროს დავქორწინდეთო. ნიშნობა უნდა იყო ნაბიჯი ქორწინებისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისშიც და კიევშიც შეშფოთებულები არიან, რომ მაკრონის იდეა შეიძლება, იყო მიმართული უკრაინისა და საქართველოს ასე ვთქვათ, ავტოსადგომის მეორე სართულზე გასაჩერებლად, რათა მათ ევროკავშირში გაწევრიანება დიდხანს ვერ შეძლონ. ევროკავშირი თუ უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ მისცემს, ეს იქნება ისტორიული შეცდომა. ჩვენ ახლა განსხვავებულ სამყაროში ვართ და ძველი წესებით ვერ ვიმოქმედებთ. 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება“, – განაცხადა შეამ,  „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები