,,სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. მისი თქმით, კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს მართავენ უკრაინის ,,ზურგს უკან”, რაც ზელენსკისთვის მიუღებელია.

,,სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები