,,რუსეთს ყოველთვის ერთი ფეხი უდგას ქვეყანაში, შემდეგ კი შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის დასავლეთისკენ ორიენტირებას”- ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, თუ უკრაინას ნატო-ს  სამოქმედო გეგმას მიანიჭებდნენ, პუტინი გაცილებით ადრე შეიჭრებოდა უკრაინაში. მერკელის განცხადებით, მან კარგად იცოდა, რომ პუტინი რაიმეს მოიმოქმედებდა და სწორედ ამიტომ, ეთქვა უარი საქართველოს და უკრაინას.

„ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, ჩვენ აქტიურად დავიცავდით მას დღეს ჩვენი სამხედროებით. თუმცა, ეს პროცესია და ამ პროცესში ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე საბოლოო ჯამში, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას. და იმისათვის, რომ ნატო არ დაშლილიყო სრულად, რადგან აღმოსავლეთ ევროპელები ყველა მომხრე იყო, რადგან პრეზიდენტი ბუში მომხრე იყო, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ გარკვეულ ეტაპზე მას შეუძლია, გახდეს ნატო-ს წევრი. პუტინი უკმაყოფილო იყო ამით და მზადყოფნაში იყო. მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს არ ამართლებს პუტინის ქმედებებს დღეს. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი მოტივები იმ დროს“, – აღნიშნავს მერკელი.

ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის ხელს უშლის ქვეყნისთვის დასავლეთისკენ ორიენტირებას.

„საკმაოდ ცხადი იყო, რომ ის არ დაუშვებდა ამას უკრაინაში, რადგან ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ მან შექმნა ქეისი მოლდოვაში დნესტრისპირეთთან. სწორედ ამიტომაა, რომ რუსეთს ყოველთვის ერთი ფეხი უდგას ქვეყანაში, შემდეგ კი შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის დასავლეთისკენ ორიენტირებას. არ მინდოდა ამის მეტად პროვოცირება“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილა  კანცლერმა.

მსგავსი თემები