რუსეთმა უკრაინაში მოპარული 100 ათასი ტონა ხორბალი სირიაში გაგზავნა

ლიბანში, უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა  უკრაინაში მოპარული  100 ათასი ტონა ხორბალი სირიაში გაგზავნა. მოპარული ხორბლის საერთო ღირებულება 40 მილიონი დოლარს შეადგენს.

საელჩოს ცნობით, მარცვლეულით ხომალდი რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლის პორტში დაიტვირთა და სირიის ლატაკიის პორტში მაისის ბოლოს ჩავიდა.

საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონებში 500 ათასი ტონა ხორბალი მოიპარეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

მსგავსი თემები