,,ჩვენ რეგიონში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონში დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან. მისივე თქმით, ევროკავშირიდან პოზიტიური ნიშნის მიღება მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

„ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. უსაფრთხოება – ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი, რადგან ახლოს ვიმყოფებით საომარ ზონასთან. ენერგოკრიზისი, ეკონომიკა, ყველა აღნიშნული პრობლემა, არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მივიღეთ უკრაინელი დევნილები. ჩვენი განაცხადი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი დემოკრატია დამოკიდებულია ამაზე. ჩვენ რეგიონში, ჩვენ ნაწილში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკის რეალობა. ჩვენ დიდი ხანია, ვგეგმავდით განაცხადის შეტანას ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ შევიტანეთ ახლა განაცხადი, რადგან სიტუაცია უფრო დაიძაბა, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ და შევძლოთ გადავარჩინოთ ჩვენი დემოკრატია. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით. დარჩენა ბუფერულ ზონად აი ამ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი ინფორმაციაა. პოზიტიური ნიშნის მიღება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირიდან და მოკლევადიანი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უსაფრთხოების პრობლემები გვაქვს“, – აღნიშნა  მაია სანდუმ.

მსგავსი თემები