დონალდ ტრამპი დააკავეს

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკავებულია. პრეზიდენტი მანჰეტენის პროკურატურაში დღეს იყოს დაბარებული. პრეზიდენტი მომავალ სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება.

პატიმრობის რა ფორმას გამოიყენებენ პრეზიდენტთან დაკავშირებით, უცნობია. სავარაუდოდ, მას   ბორკილებს არ დაადებენ. CNN-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, გადაუღებენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი პორნო ვარსკვლავთან სექსუალური ურთიერთობის დამალვისთვის დიდი ოდენობის თანხის გადახდის ბრალდებით დააკავეს.  ტრამპი კი ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პოლიტიკური შინაარსისაა.

 

 

მსგავსი თემები