ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს

ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ შეიკრიბა, უკრაინასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ლიდერებმა იმსჯელეს, რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერებაა.

ევროპული საბჭო მზადაა, გააძლიეროს რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეაჩეროს. ასევე, ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მიმართავს, სანქციებს მიუერთდეს.

„სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იქნას აღკვეთილი“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი თემები