ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ

კომპრომისი მიღწეულია. ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც გუშინ ერთ-ერთ მთავარს საკითხს, უკრაინა-რუსეთის ომს განიხილავდნენ, შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ორ მესამედს ემბარგო შეეხება. რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება ბრიუსელში დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილია.

„ეს მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც წყვეტს მისი ომის მანქანის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს,“- ასეთია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის გზავნილი.

შეთანხმება კომპრომისულია და თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. ემბარგო რუსული ნავთობის 75%-ს შეეხება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აკრძალვა წლის ბოლომდე, ფაქტობრივად, შეამცირებს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90%-ს, რადგან გერმანია და პოლონეთი ვალდებულები არიან, უარი თქვან მათ ტერიტორიაზე ნავთობის მილსადენით მიწოდებაზე.

 

მსგავსი თემები