,,იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას?”- მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძე ოპოზიციისგან ითხოვს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას.

„ამ ყველაზე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად ისმებოდა კითხვა, რომლის ადრესატი იყო ქართული ოპოზიცია – საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა თქვენთან დასმულ კითხვებთან ერთად, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია და იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მაინც გასცემენ კითხვაზე პასუხს: დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას? რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ, დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს ობიექტურობა, რაც არ უნდა რთული იყოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს ჩვენ მინისტრისგან ველოდებით კითხვებზე პასუხებს და ასევე ველოდებით ამ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე პასუხს ჩვენი ოპონენტებისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები