,,ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის სხდომის დღის წესრიგს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციას  აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ კითხვებზე, მთავრობის წევრებისგან კონკრეტული პასუხები მიიღონ.

,,ის რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც ოპოზიციამ დაიბარა პრემიერი, არის გაცილებით დემოკრატიული, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო გადის დემოკრატიის მნიშვნელოვან ეტაპს და ყოველწლიურად უმჯობესდება როგორც რეგლამენტი, ასევე ზოგადად მდგომარეობა ქვეყანაში. ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერი და დანარჩენი მინისტრები წარსდგებიან დღეს, ეს ისტორიას არ ახსოვს აქამდე, მითუმეტეს, იმ რეჟიმის დროს. დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან იყო კითხვები, რომ საქართველო შეიძლება ხელს უწყობდეს სანქციების გვერდის ავლას, ამას ცივი წყალი გადაასხა ბრიტანეთის დაზვერვამ, რომელმაც თქვა, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა, მგონია, დღეს აუცილებელია მკაფიო პასუხები გაეცეს ამას როგორც პრემიერის, ისე იმ მინისტრების მხრიდან. იმედია, იგივე სურათი არ გვექნება, დებატები რომ მოითხოვეს და შემდეგ ცარიელი დარბაზი იყო, მმართველი პარტია და ხელისუფლება რომ შემოვრჩით მარტო ერთმანეთს. როცა უახლოეს კვირებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე შეიძლება აღმოვჩდნეთ, რამდენად უსუსური უნდა იყო, რომ ამ მოცემულობაში ამბობდე, საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ მოვიწვიეთო? ასეთი ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში”, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები