,,ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთი უკრაინას ისეთ სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარტყმების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთს შესაბამისი რეაქცია ექნება. მისი თქმით, დასავლეთი ხელს უშლის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების წარმართვას.

„დასავლეთი გამოდის მოწოდებით, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდეს. ამისთვის კი ომის გაგრძელებაა საჭირო. ამისთვის საჭიროა უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღების გაგრძელება, ისეთი იარაღით, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთის ფედერაციას. სწორედ ასეთ იარაღს მოითხოვს საჯაროდ ზელენსკი. ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხდება უკრაინელი ნაციონალისტების ხელებით, მაგრამ ეს იქნება მიუღებელი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, საღი აზრის მქონე ადამიანები დასავლეთში, რომლებიც იქ ცოტა დარჩნენ, ამას მიხვდებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები