,,ევროკავშირის წარმომადგენლებთან წერილი გაიგზავნოს, სადაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით”- ლევან იოსელიანი

ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ინიციატივით გამოდის და  ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ. მისი თქმით, წერილით დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

„ოპოზიციაში რაღაც კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს, ვის უნდა კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვის – არა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ასეთი წერილი გაიგზავნოს, სადაც ცალსახად გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

ამ დროისთვის უცნობია, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატები შეუერთდებიან იოსელიანის ინიციატივას.

მსგავსი თემები