,,რუსეთის მხრიდან სევეროდონეცკის აღება მთელი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას გამოიწვევს”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთმა გაძლიერა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას დონბასის რეგიონში. უწყების ცნობით, რუსეთი ცდილობს ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს.

„უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობა გასწიეს და მათმა ძალებმა კარგად განლაგებული თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს. როგორც ჩანს, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაცია ამ ფრონზე ეფექტურ კონტროლსა და ხელმძღვანელობას ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, რუსეთმა გარკვეულ ადგილობრივ წარმატებებს მიაღწია, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრირების გამო. რუსეთის მხრიდან სევეროდონეცკის „ჯიბის“ აღება მთელი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას გამოიწვევს. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთის მთავარი ძალისხმევა ეს არის, აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ რუსული კამპანიის ნაწილია მთელი დონბასის დასაპყრობად“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

მსგავსი თემები