თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქვეყნებს გარკვეულ პირობებს უყენებს.

პირველ რიგში, თურქეთი კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს შვედეთისგან, რომ სტოკჰოლმი შეწყვეტს „ქურთ მუშათა პარტიისა“ და ასევე ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ამ ორგანიზაცებს ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს.

თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ შეიარაღებით ამარაგებს, მათ შორის დრონებითა და ტანკსაწინააღდეგო იარაღით. ამასთან, მოთხოვნის თანახმად, შვედეთმა გააუქმოს თურქეთისთვის 2019 წელს დაწესებული ემბარგო შეიარაღების ექსპორტზე.

„ჩვენ ვრჩებით ნატო-ს ღია კარი პოლიტიკის ერთგული, თუმცა მივიჩნევთ, რომ ალიანსი და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლისთვის, როგორც ეს სხვა სფეროებში ხდება. ჩვენ ველოდებით, რომ შვედეთი, რომელმაც ნატო-ს წევრობის სურვილი გამოთქვა, გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს და კონკრეტულ დაპირებებს დადებს, უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც თურქეთს აწუხებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

შეგახსენებთ, თურქეთი ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელიც შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

მსგავსი თემები