აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

აბასთუმანში, სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის კაცს ხერხემლი აქვს დაზიანებული.

სასწრაფო დახმარებამ, დაშავებული თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კვლევების თანახმად გაირკვა, რომ მუშას ოპერაცია სჭირდება, რის გამოც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით მუშა 25-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ  უცნობია.

მსგავსი თემები