ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, დიალოგის გამართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება.

„მათ სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების ასეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა დაწესებულებას იქ აერთიანებს ერთი გადაწყვეტილება – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის და არ იქნება. ამიტომ, მე არ მივიღებ რუსეთიდან ვინმესთან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის გარდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება. სულ ეს არის. სხვა არაფერია სალაპარაკო“, – აღნიშნაზელენსკიმ.

მსგავსი თემები