არის თუ არა საქართველოში „კოვიდპაციენტების“ გარდაცვალება მაღალი?! – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მედიაცენტრი მთავარის კითხვებს უპასუხა. რესპონდენტი არც იმას მალავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ციფრებით მანიპულირებს და კოვიდპაციენტების გარდაცვალების რეალურ მაჩვენებელს მალავს.

მედიაცენტრი მთავარი“: არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება, რომ კლინიკური მართვა სუსტი იყო. აღნიშნულის ერთერთ დამადასტურებლად კი საქართველოში კოვიდპაციენტების გარდაცვალება საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ. ეთანხმებით, ნაწილობრივ ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით?

ამირან გამყრელიძე: ნაწილობრივ ვეთანხმები. ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს სიკვდილიანობას, საუბარია, მთლიანი დაინფიცირებიდან რამდენი გარდაიცვალა, ჩვენთან ეს ციფრი არის 1%. ანუ, დაინფიცირდა სადღაც მილინ 600 000-ზე მეტი  ადამიანი და  სამწუხაროდ, დაიღუპა 16 000-ზე მეტი, დაახლოებით  1 პროცენტი, რომელიც არის მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი. მაგრამ, თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელს მილიონ მოსახლეზე გადათვლი, სამწუხაროდ, ცოტა წინა პოზიციაზე ვართ.  ამას აქვს კიდევ მეორე – ოფიციალური და არაოფიციალური მხარე.

მედიაცენრი მთავარი:“  ოფიციალურია რეალური მაჩვენებელი და არაოფიციალურიგაყალბებული ციფრები?

ამირან გამყრელიძე: ოფიციალური ციფრი არის 6.2 მილიონი გარდაცვალება, მაგრამ ეგრეთწოდებული შეფასებითი მაჩვენებელი არის 20 მილიონამდე.  ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა ვართ. ყველა მონაცემი, რასაც საქართველო აქვეყნებს, გამჭვირვალე და სწორია. ანუ, შეფასებით ნაწილში ქვეყნებს მიყენებული აქვთ ინდექსი, რასაც აქვეყნებენ, ის სწორია თუ არა. ჩვენი ინდექსი არის 1.0 – 1.1. ანუ, რასაც ვაქვეყნებთ, ყველაფერი ზუსტია,

მედიაცენტრი მთავარი“: გულისხმობთ, რომ ქვეყნები რეალურ ციფრებს მალავენ?

ამირან გამყრელიძე: დიახ, ბევრი ქვეყანა და ამ ქვეყნებს არ დავასახელებ, რეალურ მონაცემებს მალავს. აბა საიდან არის შეფასებითი მაჩვენებელი 16-დან 20 მილიონამდე? ეს არის, ის, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი სწორად არ აღირიცხება. თუ გადათვლით 1,4-ზე; 1,7-ზე, 1,9-ზე -მაშინ, საქართველოშ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

მედიაცენტრი მთავარი:“ რა არის ინტერესი, რომ ზოგიერთი ქვეყანა კოვიდპაციენტების გარდაცვალებას მალავს?

ამირან გამყრელიძე: ბევრი ქვეყანა მანიპულირებს ციფრებით. საქართველო კი ამ მხრივ ერთ-ერთი მაჩენებელი ქვეყანაა.

“ბევრი ქვეყანა და ამ ქვეყნებს არ დავასახელებ, რეალურ მონაცემებს მალავს” – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

მსგავსი თემები