რუსული მხარის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ დაჭრილებს გამოიყვანენ

რუსული მხარე, კერძოდ თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილ დაჭრილებს გამოიყვანენ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია და ევაკუაცია დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, ჯარისკაცებს, რომლებიც რუსების ალყაში იმყოფებიან, გადაიყვანენ ჰოსპიტალში, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

უკრაინული მხარე ინფორმაციას არ ადასტურებს.

მსგავსი თემები