საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ვებგვერდის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს.

ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკის არიან გარდაცვლილი პაციენტები და სად მკურნალობდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 148 პაციენტი.

მსგავსი თემები