,,ევროკავშირმა რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს”- ჯოზეფ ბორელი

,,ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს,” – აღნიშნული განცხადება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

ბორელის განცხადებით, აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარზე აიღო კონტროლი, რათა სხვა საკითხებთან ერთად გადაეხადა ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაცია. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია მსგავს რამეზე ფიქრი  რუსეთთან მიმართებაში.

„თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

 

მსგავსი თემები