აშშ “სბერბანკისა” და “გაზპრომბანკის” ხელმძღვანელ პირებს სანქციებს დაუწესებს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების პაკეტს აანონსებს. ქვეყანა სანქციების დაწესებას  “დიდი შვიდულის” ქვეყნებთან ერთად გეგმავს.

“დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და “დიდი შვიდულის” ქვეყნებმა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის პოზიციების გამყარებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მხრიდან დაწესებული უპრეცედენტო სანქციები უკვე უზარმაზარ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ჩვენს მიერ ექსპორტის კონტროლმა ჩაახშო რუსეთის წვდომა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და მიწოდების ჯაჭვებზე, რომელიც მას სამხედრო ამბიციების შესანარჩუნებლად სჭირდება. პუტინის ომმა შესაძლოა,  გაანადგუროს რუსეთში ბოლო 15 წლის ეკონომიკური მიღწევები. პუტინმა ვერ მიაღწია თავის თავდაპირველ სამხედრო მიზანს, დაუფლებოდა უკრაინას, მაგრამ მან მოახერხა, რუსეთი ექცია გლობალურ განდეგილად”, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები დაწესდება რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაზე, “რუსეთის პირველ არხზე”, “რუსეთი ერთზე” და “ნტვ-ზე“. სანქცირებული აღმოჩნდა რუსეთის უმსხვილესი ბანკების -“სბერბანკის” რვა და “გაზპრომბანკის” 27 აღმასრულებელი პირი.

ამასთან, აშშ “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს მოუწოდებს, ეტაპობრივად შეზღუდონ რუსული ნავთობის იმპორტი და შეამცირონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.

მსგავსი თემები