მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.

დაზარალებულ ქალაქებს შორისაა –  გაზიანთეფი, ჰატაი, ადანა, დიარბაქირი და კილისი.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში დაიღუპა 23 ადამიანი, 42 დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 90-ს აჭარბებს.

თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც.

მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.

მსგავსი თემები