„პუტინი ლაჩარია“ – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი პრეზიდენტ  პუტინს ლაჩარს უწოდებს. მისი შეფასებით, ადამიანი, ვინც ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომს აწარმოებს ლაჩარია.

აღნიშნული შეფასება ნენსი პოლოსიმ MSNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს. პუტინი ლაჩარია, ზელენსკი კი- გმირი“, – ასეთია ნენსი პელოსის შეფასება.

 

მსგავსი თემები