„რუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ ომს“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ევროკავშირი უკრაინის მიმართ სოლიდარულია და პოზიციაც უცვლელია – რუსეთი აწარმოებს არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ ომს უკრაინაში.

„სხვებთან ერთად, სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის და მისი მოსახლეობას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით. საუბარია  როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ეკონომიკურ სანქციებისა და საჭირო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე. რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი დიდი დონორების კონფერენცია, რომელიც ვარშავაში გაიმართა, სადაც ევროპული კომისიამ ბევრ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, გასცა მეტი რესურსების დაპირება, რომ უკრაინა მიიღებს მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები