უკრაინაში ომის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე  სამსჯელოდ და გადაწყვეტილებების მისაღებად, გაეროში უშიშროების საბჭო იკრიბება. საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთადერთ საკითხს განიხილავს და ეს არის უკრაინა.

უშიშროების საბჭოს სხდომას გაეროში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრება.  ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებებიდან დღემდე, უკრაინას 4.9 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას აფარებენ თავს.

 

მსგავსი თემები