უკრაინაში სარაკეტო და საჰაერო დარტყმები გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში შეტევითი ოპერაცია მთელი ინტენსივობით გრძელდება.

„მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე. ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმები სრული ინტენსივობით გრძელდება.

„დასავლეთის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები გაძლიერდა. სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში რუსი აგრესორები ახორციელებენ შეტევით და თავდასხმით ოპერაციებს გარკვეულ ტერიტორიებზე,“ – აცხადებენ შტაბში.

 

მსგავსი თემები