პუტინის განცხადებით, მისი ჯარი უკრაინაში თანამედროვე იარაღს შედეგიანად იყენებს

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ამართლებს, თუმცა, მას ანტირუსულ ძალებთან შეტაკებას უწოდებს და არა ომს.

როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, უკრაინაში ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იყო და მიზანი აუცილებლად შესრულდება.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები ეფექტურად და შედეგიანად იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს. უკრაინელებმა დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ დასაყრდენად გადაქცევა; მათ დაიწყეს ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაშენება, რაც იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. მიზნები აბსოლუტურად ნათელია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება“ – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.

 

მსგავსი თემები