მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოწმდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის , ანნა მალიარის განცხადებით, შესაძლოა, ფოსფორის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული.

„ჩვენ ამჟამად ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო გამოყენებული. წინასწარი ვარაუდებით, შეიძლება, ეს დიდი ალბათობით ყოფილიყო ფოსფორის საბრძოლო მასალა. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – განაცხადა მალიარმა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს.

მსგავსი თემები