„დღეს, იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება“ – დმიტრო კულება ბრიუსელში ისევ იარაღს ითხოვს    

ამ წუთებში, ბრიუსელში ნატოს სამიტი იწყება. ადგილზე იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელსაც ნატოს წვერი ქვეყნებისთვის მხოლოდ სამი გზავნილი აქვს: იარაღი, იარაღი და ისევ იარაღი.

„ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრებისთვის ჩამოვედი. დღის წესრიგი ძალიან მარტივია და ის მხოლოდ სამ პუნქტს მოიცავს. ეს არის: იარაღი, იარაღი და იარაღი. დარწმუნებული ვართ, უკრაინის დასახმარებლად და პუტინის შესაკავებლად საუკეთესო გზა იარაღის მოწოდებაა.   ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ და როგორ მოვიგოთ, თუმცა, იარაღის საკმარისი მარაგის გარეშე ეს გამარჯვება მხოლოდ დიდი მსხვერპლით მიიღწევა. რაც მალე მივიღებთ მეტ იარაღს, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩევა. ეს არის ჩემი გზავნილი მოკავშირეებს. მათ უნდა შეწყვიტონ ყოყმანი და მიაწოდონ მეტი იარაღი უკრაინას. დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება“ – განაცხადა დმიტრო კულებამ მინისტერიალის დაწყების წინ.

„მეტი განსხვავებული სისტემები თქვენს ქვეყანას“ – იენს სტოლტენბერგი უკრაინას

მსგავსი თემები