„ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები, ასეთ დროს მოლაპარაკების სურვილი არ არის“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე, სხვადასხვა ადგილებში თითქმის ყოველ დღე პოულობს ამოხოცილ და დამწვარ ოჯახებს. ასეთ დროს კი რუსეთთან მოლაპარაკების სურვილს და შედეგს ვერ ხედავს.

ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. ისინი ნაცისტები არიან. ისინი წვავენ ცხედრებს, რადგან ეშინიათ. იმის შემდეგ, რაც ბუჩაში ვნახე, რუსეთის ფედერციასთან მოლაპარაკების დიდი სურვილი არ არის, რადგან, ცხადია, ვისთან გვაქვს საქმე. სურს თუ არა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება, აუცილებელია, ყოველდღიურად გადაიდგას ნაბიჯები რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. რუსეთთან მოლაპარაკების მცირე შესაძლებლობებიც კი უნდა გამოვნახოთ. ამის გარეშე, ომის გასრულება ძნელია“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ

მსგავსი თემები