ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა და მას სხვა სამსახურის მოძებნა ურჩია

პრეზიდენტმა ზელენსკი ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაწვეულია. მან დიპლომატიურ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი იმ მიზეზებზეც საუბრობს, არამც ელჩის გაწვევა გამოიწვია.

პრეზიდენტმა, საქართველოსთან ერთად, ელჩი მაროკოდანაც გაიწვია. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ამ ელჩებმა ვერ მიაღწიეს იმას, რომ ქვეყნები სადაც არიან წარმოდგენილები, უკრაინას გვერდით დამდგარიყვნენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ საკუთარი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას. ასევე, დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით, არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები