უფასო ან ფასდაკლებული სერვისები რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში – როგორ მოვზიდოთ რუსები?!  

უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ  საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს ცენტრალურ ქუჩებზე მიმზიდველი და საინტერესო სერვისები ხვდებათ. პლაკატები, რომელიც სხვადასხვა, მარტივად შესამჩნევ ადგილზე გამოიფინა, მათ იმ სერვისებს უფასოდ ან მაქსიმალური ფასდაკლებით სთავაზობს, რაც აუცილებელია.

ამისათვის კი საჭიროა, რუსეთის მოქალაქეებმა QR კოდი დაასკანერონ და ყველა მომსახურება მათ ტელეფონებში გაჩნდება.

ეს არის ერთგვარი სატყუარა და ხრიკი, რომლის მიხედვითაც, რუსეთს მოქალაქეები საქართველოში რუსეთის აგრესიის შესახებ რეალურ ინფორმაციას მიიღებენ და ასევე, გაიგებენ რა სისასტიკეს ატრიალებს რუსეთი უკრაინაში.

ბანერები, რომელიც ქუჩებშია განთავსებული, სხვადასხვა ფერისაა და მასში სხვადასხვა სერვისია შეთავაზებული. ასე მაგალითად:

პლაკატზე აწერია, რომ სთავაზობენ ინფორმაციას გასაქირავებელი სახლების შესახებ. ფასდაკლებისთვის მისაღებად კი საჭირო კოდის დასკანერება. დასკანერების შემდეგ კი ტელეფონში იხსნება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გარბის, ან ტოვებს უკრაინას ატირებული ბავშვი მშობლების გარეშე;

მეორე პლაკატი იძლევა ინფორმაციას მუსიკალური ღონისძიების შესახებ, თან აწერია 20%-იანი ფასდაკლება. მისი დასკანერების შემთხვევაში კი ტელეფონში უკრაინის დაბომბვის კადრები გამოდის;

პლაკატი რომელიც ტურისტებს საქართველოში საუკეთესო ტურებს უფასოდ სთავაზობს, დასკანერების შემთხვევაში, ომის კადრები იტვირთება წარწერით: “ყოველთვის, როცა რუსები “მოგზაურობენ” საქართველოში, ჩვენ იძულებულნი ვართ, გადავინაცვლოთ უსაფრთხო ადგილებში.”

ყველა პლაკატი ტურისტებისთვის მიმზიდველია. დასკანერების შემთხვევაში კი, რუსეთის მოქალაქეები რუსეთის სისასტიკის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას ეცნობიან.

 

მსგავსი თემები