უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.  მებრძოლს აეროპორტში ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დროშებითა და სანთლებით დახვდნენ.

დავით გობეჯიშვილი 26 მარტს, ქალაქ ირპენში დაიღუპა. მისი გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქართველ მებრძოლს, სხვა მებრძოლების მსგავსად,  სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინა-რუსეთის ომში ოთხი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კიდევ ერთი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 19 მარტს გარდაიცვალა, საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩამოუსვენებიათ. მარიუპოლში  შექმნილი მძიმე ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება.

დავით გობეჯიშვილი დასვენებულია ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. დღის ბოლოს კი მას  ტყიბულში გადაასვენებენ კვირას დაკრძალავენ.

მსგავსი თემები