„ლტოლვილები თავს მიტოვებულად და განადგურებულად გრძნობს“ – ჯო ბაიდენი პოლონეთში

„ამ თვალებში ტკივილი იკითხება, მხოლოდ ტკივილი და სხვა არაფერი. რა შეიძლება, იყოს მშობლისთვის შვილის ტანჯვაზე უფრო მძიმე. პოლონეთშიც ახლა ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ, რაც ომის შედეგია. ვხედავთ საზღვარზე უკრაინელ ხალხს, რომელთაც მინდა, გულწრფელად ვუთხრა, რომ გვესმის მათი ხმა, ტკივილი“ – ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა პოლონეთში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მთავარია დემოკრატიის  ერთიანი ძალებით დაცვა.

„ვხედავთ საზარელ სცენარს უკრაინაში, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს. ჩემი გულწრფელი აზრით, ესაა ერთი კაცი – სამხედრო დამნაშავე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მისთვის სიურპრიზი იყო ჩვენი ერთიანობა. ყველა ჩვენგანი ყოფილა ამ წლების განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკებში. იქ მყოფი ხალხი თავს გრძნობს მიტოვებულად და განადგურებულად. ესაა ომის საზარელი შედეგი. მინახავს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომით დაზარალებული ბავშვები, რომლებიც დედებს შესცქერიან შეშინებული თვალებით. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს პოლონეთი ამ ხალხის დასახმარებლად და ვაფასებთ ამ ყველაფერს“ – აღნიშნა პრეზიენტმა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ლტოლვილების დახმარების გაგრძელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არავინ მიატოვებს.

„უნდა გავაგრძელოთ ამ ადამიანების დახმარება მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის პერიოდში. უნდა მივაწოდოთ საკვები და საჭირო მედიკამენტები რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად უკრაინის მთავრობასთან ერთად“, – აღნიშნა პრეზიენტმა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები