„იქ, სადაც ტყუილის გზა ფულით უნდა გაიხსნას, შედეგი გარანტირებული არ არის” – ზელენსკის პირობები რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მხოლოდ სამართლიან მოლაპარაკებებს თანხმდება, სხვა გზა არ მიიღება. როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აცხადებს, მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, უკრაინელი ხალხი სხვას არ მიიღებს.

უკრაინა გარანტირებულ სუვერენიტეტსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ითხოვს.

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ გააზრებულად, სასწრაფოდ და პატიოსნად. მოლაპარაკება უნდა იყოს შედეგისთვის და არა დროის დასაკარგად. 16 ათასი რუსი სამხედრო უკვე დაიღუპა, რისთვის? ეს ვის რას აძლევს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე შეფასებით, ტყუილის პროპაგანდა რუსეთს შედეგს არ მოუტანს.

„მსოფლიოში ალბათ არავის არასდროს დაუხარჯავს ასეთი თანხები ტყუილში, მაგრამ მათ ერთი რამ არ გაითვალისწინეს. იქ, სადაც ტყუილის გზა ფულით უნდა გაიხსნას, შედეგი გარანტირებული არ არის. სიმართლის გზაა რთული, სიმართლის გზა თავისთავად იხსნება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები