„რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მიზნის მიღწევამდე არ შეაჩერებს“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი,  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რო რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციას“ მანამ არ შეწყვეტს, სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება.

მედვედევი ომს „სპეცოპერაციას“ უწოდებს და მიზნად “დენაციფიკაცია,”  “დემილიტარიზაციას” ასახელებს.

„რუსეთმა დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინაში, რადგან მოსკოვის მიერ დასახული მიზნები დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობა და მისი ჩატარების გეგმები განისაზღვრება მთავარსარდლის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. პრეზიდენტმა თავისი შეფასება წარმოადგინა”, – აცხადებს მედვედევი.

ის უკრაინას შეახსენებს, რომ, რუსეთი მის მომავალზე ზრუნავს.

„ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს; უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც არ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, სახელმწიფოს, რომელიც არ არის მილიტარიზებული და სახელმწიფო, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი. ამიტომ, სანამ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შედეგები მიღწეული არ არის, ოპერაცია უნდა გაგრძელდეს“ – ასეთია მედვედევის დასკვნა.

მსგავსი თემები