ბაიდენი პოლონეთში ლტოლვილებს შეხვდება

ჯო ბაიდენი ბრიუსელიდან პოლონეთში გაემგზავრება და უკრაინიდან ლტოლვილ მოსახლეობას შეხვდება. ვარშავაში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დუდასაც შეხვდება, სადაც ლტოლვილთა დახმარებისა და საჭიროებებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინიდან 2 მილიონამდე ლტოლვილი მოსახლეობა მიიღო. ამერიკა და ევროკავშირი აქტიურად მსჯელობენ, დამატებით დახმარებაზე, რომელიც ლტოლვილებისკენ იქნება მიმართული.

განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან ის ბავშვები, რომლებიც სასწავლო პროცესს მოწყვეტილები არიან და არავინ იცის როგრო მოხერხდება მათი საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილება.

 

მსგავსი თემები