რა სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება 2023 წელს – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, 2023 წლიდან ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება. მისი თქმით, რეგლამენტში სამი ძირითადი ცვლილება შევიდა.

,,2023 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებით დავიწყეთ. შეცვალა რეგლამენტი ტექინსპექტირების მიმართულებით. სამი ძირითადი ცვლილება შევიდა რეგლამენტში. 2023 წლის პირველი იანვრიდან გამონაბოლქვის ნორმა მკაცრცდება. თუ აქამდე ნახშირჟანგის შემცველობა მაქსიმუმ დასაშვები იყო 0.6%, პირველი იანვრიდან გახდა 0.55%. მეორე ცვლილება ეხება ხმაურის დონის შემოწმებას. მესამე ცვლილება ,2023 წლის პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, რაც გულისხმობს იმას, რომ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება,”- განაცხადა  ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ცვლილებები განპირობებული ძირითადად იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან, რაც ტექინსპექტირების ცენტრებს ჰქონდათ.

,,აღნიშნული ცვლილებები განპირობებული ძირითადად იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან, რაც ტექინსპექტირების ცენტრებს ჰქონდათ. მეხუთე წელია 60 ლარი ღირს ტექინსპექტირება. ძალიან რთულია ამ პირობებში პერსონალის, გამზომი ხელსაწყოების, შენობის შენარჩუნება, აქედან გამომდინარე მთავრობამ ასეთი გამოსავალი ნახა. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ავტომობილების 30% ხარვეზდებოდა პირველადი ტექინსპექტირების დროს, მესამედზე ნაკლები იხდის მთლიანი საფასურის მესამედს. საბოლოო ჯამში ეს გაზრდის შემოსავალს დაახლოებით 9-10%-ით, რაც არ არის დიდი შვება ტექინსპექტირების ცენტრებისთვის,”- განაცხადა  ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რა სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება 2023 წელს – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები