ზელენსკის შეფასებით, ომი პუტინთან შეხვედრის გარეშე არ დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღის წესრიგში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის აუცილებლოაბას ისევ აყენებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამის გარეშე შეუძლებელია გაგება, რითვის არის პუტინი მზად.

„ნებისმიერ ფორმატში, ამ შეხვედრის გარეშე, რეალურად ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ. ასევე, რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამა თუ იმ კომპრომისზე არ წავალთ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ ჯერ არც ის არის გარკვეული, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება.

„უპირველეს ყოვლისა საჭიროა, ვიპოვოთ ფორმატი, რომელშიც ზოგადად გავიგოთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება. რადგან ჩვენ შეიძლება სხვა საკითხებამდე არც მივიდეთ“ – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები