უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმი მიიღებს. საუბარია უსაფრთხოების გარანტიებსა და დონბასისა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე.
„ჩვენ არ გვიღებენ ნატო-ში, რადგან ეშინიათ რუსეთის. სულ ეს არის. ჩვენ უნდა ვთქვათ – „კარგი, უსაფრთხოების სხვა გარანტიები“. არიან ნატო-ს ქვეყნები, რომლებსაც სურთ, გახდნენ უსაფრთხოების გარანტორები, რომლებსაც სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, უზრუნველყონ ალიანსში ჩვენი ასპროცენტიანი წევრობა, თუმცა მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც ნატო-ს უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ალიანსის წევრები ვიქნებოდით. ვფიქრობ, ეს ნორმალური კომპრომისია. ჩვენ არსად წავალთ, ჩვენ რეფერენდუმამდე მივალთ. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისების ამა თუ იმ ფორმატზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ჩემი ეს სვლა ხალხთან ერთად იქნება“ – აცხადებს პრეზიდენტი.