„რუსეთის გამოგზავნილი მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„მონები თავისუფლებას სიველურედ და საფრთხედ აღიქვამენ. მათ ეშინიათ. პროპაგანდისტებს ამ შიშის სიძულვილად გადაქცევა შეუძლიათ. შემდეგ კი მოჰყვება ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი თავისუფალი ხალხის მისამართით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და სამხედროებს, რომლებიც სამოქალაქო პირებს ხოცავენ, მონებს უწოდებს.

„რუსეთის მიერ გამოგზავნილ მონებს არასდროს უნახავთ ამდენი თავისუფალი ადამიანი მოედნებსა და ქუჩებში. ხერსინო, გამაგრდი. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ კადრებს თქვენი ქალაქიდან. თქვენს მოედნებსა და ქუჩებში ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით, ჩვენი სახელმწიფოს 40 მილიონი უკრაინელი თქვენთან იყო. ჩვენთან რუსეთი არაა. დაიმახსოვრეთ. წინააღმდეგობა უკრაინელებისთვის სულის თვისებაა. თქვენ, სამხრეთით მყოფო ჩვენო უკრაინელებო, წამითაც არ იფიქროთ, თითქოს უკრაინას თქვენ არ ახსოვხარ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ყველა იმ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას მიმართა, ვინც უკრაინას ცარიელი ხელებით იცავს და ოკუპანტის ტანკს წინ ეღობება.

მსგავსი თემები