ოკუპანტი ქვეყნის ჯარებმა მორიგი იერიშს ქალაქ ხერსონზე მიიტანეს. პარალელურად, დარტყმები განხორციელდა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულია 70-მდე უკრაინელი მებრძოლი.
„მოწინააღმდეგემ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, – აცხადებს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ადგილობრივ მედიასთან.