ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ასახელებს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებზე ისაუბრე და განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პირობები. როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი პირობები გააჩნია.

პუტინმა ერთ-ერთ აუცილებელ პირობად დაასახელა:

·        „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას;

·        უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას;

·        რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

პუტინმა მაკრონისთან საუბარში ისევ გაიმეორა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე.

 

მსგავსი თემები