„არავინ გაპატიებს მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„ხუთი დღის განმავლობაში უკრაინაში რუსული ძალების მიერ 56 სარაკეტო დარტყმა და 113 საკრუიზო რაკეტის გასროლა განხორციელდა“ – აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს და ოკუპანტ ქვეყანას უთვლის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტვას მათ არავინ აპატიებს.

CNN -ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი ტრიბუნალის აუცილებლობას აყენებს.

„რუსულმა ძალებმა რეაქტიული არტილერიიდან სასტიკად ისროლეს ხარკოვში. ეს აშკარად ომის დანაშაული იყო. ხარკოვი მშვიდობიანი ქალაქია, არის მშვიდობიანი საცხოვრებელი უბნები, არაა სამხედრო ობიექტები. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ  ოკუპანტებმა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში საარტილერიო ცეცხლის გახსნეს. არის დიდი მსხვერპლი.

 

მსგავსი თემები