Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 486 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 565 769.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 28.55%.